← უკან ბლოგში
8 ივლისი, 2026 · ზოგადი · 4 წთ

ვინ იყო ოლეგ ლოსევი და რატომ ჰქვია ხელსაწყოს ლოსევის განათება?

LED, ანუ სინათლის გამომცემი დიოდის ტექნოლოგიების ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო საბჭოთა გამომგონებელი, დედით ქართველი ოლეგ ვლადიმირის ძე ლოსევი.

ოლეგ ლოსევი

ოლეგ ლოსევი დაიბადა 1903 წლის 10 მაისს, ქალაქ ტვერში, საბჭოთა კავშირში.

ბავშვობიდანვე ოლეგმა გააცნობიერა, რომ მისი მოწოდება მეცნიერება იყო. მეხუთე კლასში საკუთარ სახლში მოაწყო საიდუმლო ლაბორატორია, სადაც შექმნა თავისი პირველი ელექტრული „რაცია“.

ეს იყო ნახევარგამტარზე, ანუ semiconductor-ზე, დაფუძნებული მიმღებ-გადამცემი მოწყობილობა. იმ დროს გამომგონებელი მხოლოდ 19 წლის იყო.

1923 წელი

აღმოაჩინა ელექტროლუმინესცენციის მოვლენა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც „ლოსევის განათება“ - Losevi Light.

სწორედ ამ აღმოჩენამ დაუდო საფუძველი LED-ების განვითარებას.

ამ აღმოჩენისადმი მიძღვნილმა კვლევებმა ფართო საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. მისი სამეცნიერო ნაშრომები არაერთხელ გამოქვეყნდა სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალებში.

1925–1926 წლები

შეისწავლა და აღმოაჩინა სიგნალის სიხშირის გარდაქმნის შესაძლებლობა არაწრფივ ორპოლუსიან ელემენტებში.

მეცნიერმა მიიღო პატენტი მოწყობილობაზე „სინათლის რელე“, თუმცა, სამწუხაროდ, მისი სიცოცხლის განმავლობაში ამ გამოგონებას პრაქტიკული გამოყენება არ ჰქონია.

დღეს სინათლის რელე გამოიყენება, მაგალითად, ქუჩაში, ღამე, გარე განათების ავტომატურად ანთებისთვის.

1927–1928 წლები

აღმოაჩინა კრისტალების უნარი, გარდაქმნან სინათლის ენერგია ელექტროენერგიად - სწორედ ამ პრინციპზე მუშაობს თანამედროვე მზის პანელები, ანუ სოლარული პანელები.

მისი ტექნოლოგია თავის ეპოქას მნიშვნელოვნად უსწრებდა.

მხოლოდ 1950-იანი წლების ბოლოს ამერიკაში, ლოსევის მიერ აღმოჩენილი ნათების ეფექტის გამოყენებით, დასავლელმა მეცნიერებმა შეძლეს შეექმნათ ის, რასაც „პირველ LED-ს“ უწოდებენ.

რატომ ჰქვია ხელსაწყოს ლოსევის განათება?

ჩვენ გვინდა პატივი მივაგოთ ფიზიკოსს და სიამაყით ვატაროთ მისი სახელი.

ამიტომ კომპანიას ვუწოდეთ „ლოსევის განათება • Losevi“.

შეკვეთისთვის ან ნებისმიერი კითხვა
მოგვწერეთ Facebook-ზე.