← უკან ბლოგში
8 ივლისი, 2026 · ზოგადი · 6 წთ

რა არის ლოსევის განათება და რატომ სჭირდებათ ის მღებავებს?

წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია: რამდენიმე კვირა დახარჯეთ კედლების გასწორებაზე, გააკარით ძვირადღირებული შპალერი ან შეღებეთ ისინი პრიალა ან მატოვი საღებავით. დღის შუქზე ყველაფერი იდეალურად გამოიყურება. მაგრამ საღამოს, როდესაც კედლის მიმართული სანათი ან ტორშერი ჩაირთვება, გვერდითი განათება მოულოდნელად „გამოავლენს“ ყველა იმ დეფექტს, რომელსაც ადრე ვერ ამჩნევდით - მცირე ნაღვენებს, შპატელის ნაკაწრებსა და თითქმის შეუმჩნეველ ჩაღრმავებებსა და მისგან წარმოქმნილ ჩრდილებს.

ასეთი იმედგაცრუების თავიდან ასაცილებლად პროფესიონალი მალიარები, ანუ სამღებრო სამუშაოების ხელოსნები, იყენებენ სპეციალურ მოწყობილობას - ლოსევის განათებას.

ეს არ არის უბრალოდ ფანარი ან LED ნათება. ეს არის სპეციალიზებული ინსპექტირების ინსტრუმენტი, რომელიც ზედაპირის დეფექტების აღმოჩენის საშუალებას იძლევა მოსაპირკეთებელი, ანუ ფინიშის ფენის დატანამდე.

მისი დახმარებით შესაძლებელია კედლის თითქმის სარკისებური სიგლუვის მიღწევა, რომლის შეფასებაც პრაქტიკულად შეუძლებელია ჩვეულებრივი დღის შუქის ან ნებისმიერ სხვა განათების პირობებში. მათთვის, ვინც სარემონტო სამუშაოებს პროფესიულ დონეზე ასრულებს, ლოსევის განათება ისეთივე აუცილებელი ინსტრუმენტია, როგორც შპატელი ან სამშენებლო დონე.

ლოსევის განათება ასევე გამოადგება ნებისმიერ პირს, ვინც ბინაში ან სახლში სარემონტო სამუშაოებს აწარმოებს და სურს თავისი ხელოსნის სამუშაოს შემოწმება ან ინსპექტირება.

რა არის ლოსევის განათება?

ბევრს, ვინც პირველად ისმენს ამ სახელწოდებას, ბოლომდე არ ესმის, რით განსხვავდება ეს მოწყობილობა ჩვეულებრივი ძლიერი ნათურისგან. განსხვავება მდგომარეობს როგორც მის კონსტრუქციაში, ასევე იმ სინათლის სხივში, რომელსაც იგი წარმოქმნის.

ლოსევის ნათურა, ფაქტობრივად, არის გვერდით მიმართული LED პროჟექტორი, რომელიც წარმოქმნის ძალიან ვიწრო, კონცენტრირებულ სინათლის სხივს, რომელიც თითქმის პარალელურად ეცემა შესამოწმებელ ზედაპირს. თუ ჩვეულებრივი ფანარი ქმნის მრგვალ განათებულ ლაქას, ლოსევის ნათურა ქმნის თხელ, სწორ სინათლის ზოლს.

მისი კონსტრუქცია სპეციალურად არის შექმნილი ისე, რომ სინათლე არ გაიფანტოს, არამედ „მოსრიალდეს“ და ანარეკლვითი აეკროს კედლის ზედაპირზე. ამ ეფექტს უზრუნველყოფს სპეციალური ოპტიკური სისტემა, უმეტეს შემთხვევაში მანქანის ფარივით წაგრძელებული ლინზა ან ლინზების სისტემა, რომელიც მძლავრი LED-ის სინათლეს ბრტყელ და ვიწრო სხივად აყალიბებს.

ზედაპირთან მაქსიმალურად მიახლოებული სინათლის სხივი სწორედ ის მთავარი მახასიათებელია, რომელიც ლოსევის განათებას ზედაპირის ხარისხის კონტროლის ეფექტიან ინსტრუმენტად აქცევს. იგი არ არის განკუთვნილი ოთახის გასანათებლად - მისი ერთადერთი დანიშნულებაა ზედაპირის ყველა უსწორმასწორობისა და დეფექტის გამოვლენა.

დეფექტების გამოვლენა შეიძლება მოხდეს როგორც ხელოსნის მიერ მუშაობის პროცესში, ასევე სამუშაოთა მწარმოებლის ან დამკვეთის მიერ სამუშაოების ხარისხის შესამოწმებლად.

რატომ ჰქვია მას სხვადასხვა სახელი?

ლოსევის განათებას მრავალი სახელი აქვს, რაც მისი ფუნქციიდან გამომდინარეობს.

პირველ რიგში, მას იყენებენ სამღებრო სამუშაოებისას, რასაც რუსულად „მალიარკა“ ეწოდება. შესაბამისად, პირველ რიგში, ლოსევის განათება მალიარის ინსტრუმენტია. ამიტომ, ლოსევის განათებას ხშირად მალიარის განათებასაც ეძახიან.

ლოსევის განათება გამოიყენება დეფექტის გამოაშკარავების მიზნით. კერძოდ, დღის შუქზე ან ნებისმიერ სხვა ნათებაზე მრავალი დეფექტი დამალულია, თუ კონკრეტულად ამრეკლად არ მოხვდა კედლის ზედაპირს. ამიტომ, ლოსევის განათებას გამომააშკარავებელ განათებასაც უწოდებენ.

ვინაიდან ლოსევის განათება კედლის ზედაპირს ეფინება და ზედ ლივლივებს და ირეკლავს ყველაფერს, ამიტომ მას ხშირად ამრეკლ ნათებასაც უწოდებენ.

ლოსევის განათების მთავარი დანიშნულება არის მოსამზადებელი ზედაპირის ხარისხის შემოწმება, ყველა დეფექტისა და უსწორმასწორობის გამოვლენა, რომლებიც შემდგომ უნდა აღმოიფხვრას.

ასევე, ლოსევის განათების საშუალებით შესაძლებელია კონტრაქტორების მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხის შემოწმება და მიღება წინასწარი შეთანხმების საფუძველზე.

შეკვეთისთვის ან ნებისმიერი კითხვა
მოგვწერეთ Facebook-ზე.