← უკან ბლოგში
8 ივლისი, 2026 · საველე გზამკვლევი · 6 წთ

კედლის რომელი დეფექტები ჩანს ლოსევის განათებით (ე.წ. გამომააშკარავებელი განათებით)?

ყველამ, ვისაც რემონტთან შეხება ჰქონია, იცის, რამდენად მარტივია კედლებზე არსებული მცირე დეფექტების შეუმჩნევლად დატოვება. ჩვეულებრივი განათების პირობებში ისინი თითქმის უხილავია, თუმცა ყველაზე მოულოდნელ მომენტში ჩნდება, მაგალითად, როდესაც ზედაპირს მზის პირდაპირი სხივი ეცემა.

ასეთი სიურპრიზების თავიდან ასაცილებლად პროფესიონალები იყენებენ ლოსევის განათებას. იგი საშუალებას იძლევა საბოლოო ფინიშურ მოპირკეთებამდე გამოავლინოს ყველა ნაკლი და ზედაპირის უსწორმასწორობა.

ლოსევის განათება გამოიყენება საბათქაშო სამუშაოებისას და შეფითხვნის სამუშაოებისას, მობათქაშებული და დაშპაკლული ზედაპირების ხარისხის კონტროლის მიზნით. იგი ხელოსნებს საშუალებას აძლევს დროულად აღმოაჩინონ და გამოასწორონ კედლებსა და ჭერზე არსებული უმცირესი დეფექტებიც კი.

რისი აღმოჩენა შეუძლია ლოსევის განათებას?

ლოსევის განათება გამოავლენს:

• მიკროსკოპულ ორმოებს, ჩაღრმავებებს და მცირე ბორცვებს, რომლებიც ჩვეულებრივი განათების პირობებში პრაქტიკულად შეუმჩნეველია;

• ჩამოღვენთილ ბათქაშს, რომელიც ჩნდება, როცა სანიშნულე პროფილებში, ანუ მაიაკებში, ალუმინის პროფილი, ანუ პრავილა, არასაკმარისად გადატარდება;

• მიკროსკოპული ორმოებისგან წარმოქმნილ ჩრდილებს;

• შპაკლის ზედაპირზე არსებულ წვრილ ტალღოვან და უხეშ ტექსტურას;

• ინსტრუმენტების- შპატელის, რეიკისა და ლილვაკის- მიერ დატოვებულ წვრილ ნაკაწრებს;

• ბოლომდე გაუშკურკავ ნაღვენთებს და ნადენებს;

• ღრმა ნაკაწრებსა და სხვა ხარვეზებს.

ეს მიმართული, „მკაცრი“ ნათება ააშკარავებს უმცირეს ჩაღრმავებებს, ჩამოტეხილობებს, ბზარებსა და უსწორმასწორობებს, რომლებიც ჩვეულებრივი ჭერის განათების, ჭაღის ან წერტილოვანი განათების პირობებში პრაქტიკულად შეუმჩნეველია.

თქვენ ხედავთ ყველა იმ მცირე დეფექტს, რომელსაც შეუძლია გააფუჭოს საბოლოო შედეგი მაღალი ხარისხის შეღებვის, შპალერის გაკვრის ან დეკორატიული საფარის დატანის შემდეგ.

შეუცვლელი ინსტრუმენტი ფინიშური მოპირკეთებისთვის

ლოსევის განათება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრიალა და ნახევრად პრიალა საღებავების დატანამდე. თუმცა, მატოვი საღებავის დატანისასაც მნიშვნელოვანია, კედელი იდეალურად გასწორებული იყოს.

მსგავსი საფარები გაშრობის შემდეგ მნიშვნელოვნად აჩენენ ზედაპირის ნებისმიერ, თუნდაც უმცირეს დეფექტს.

ლოსევის განათების გამოყენებით შესაძლებელია საფუძვლის ისეთი ხარისხით მომზადება, რომ ფინიშური საფარი, იქნება ეს პრიალა, ნახევრად პრიალა, მატოვი საღებავი თუ შპალიერი, იდეალურად, ყოველგვარი ვიზუალური დეფექტის გარეშე გადანაწილდეს ზედაპირზე.

ლოსევის განათება, ანუ მალიარის ნათურა, იდეალური ინსტრუმენტია კედლების პრემიუმ ხარისხის მიღებისთვის.

იგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაში, როდესაც დაგეგმილია:

• წერტილოვანი სანათების მონტაჟი;

• ჭერის პერიმეტრული განათება;

• დეკორატიული განათების სისტემების მოწყობა.

ვინაიდან, ასეთი ტიპის განათების დროს ნებისმიერი მცირე დეფექტიც კი მაშინვე თვალსაჩინო ხდება. ასეთი ნათურები ფაქტობრივად მუშაობენ როგორც სუსტი ლოსევის განათებები და ზუსტად ამ პრინციპით ავლენენ დეფექტებს.

ლოსევის განათება საშუალებას გაძლევთ წინასწარ მიიყვანოთ ზედაპირი იდეალურ მდგომარეობამდე და თავიდან აიცილოთ არასასურველი ჩრდილები და სინათლის ეფექტები, რომლებმაც შეიძლება მთლიანად გააფუჭოს საბოლოო ვიზუალური შედეგი.

შეკვეთისთვის ან ნებისმიერი კითხვა
მოგვწერეთ Facebook-ზე.