← უკან ბლოგში
8 ივლისი, 2026 · საველე გზამკვლევი · 6 წთ

7 ყველაზე ხშირი შეცდომა ლოსევის განათებით მუშაობისას

მხოლოდ ამ ინსტრუმენტის ფლობა საკმარისი არ არის, აუცილებელია მისი სწორად გამოყენებაც. არასწორმა მეთოდმა შეიძლება გამოიწვიოს როგორც დეფექტების შეუმჩნევლად დატოვება, ასევე ისეთი ადგილების ზედმეტი დამუშავება, რომლებიც რეალურად შესწორებას არ საჭიროებს.

1. განათების კედლიდან შორს დაჭერა

მთავარი წესი ასეთია: ლოსევის განათება მაქსიმალურად ახლოს უნდა იყოს შესამოწმებელ ზედაპირთან, პრაქტიკულად რამდენიმე სანტიმეტრის დაშორებით.

ნათურის კორპუსი სრულად უნდა ეხებოდეს კედელს.

2. სინათლის კედლისკენ მიმართვა

სინათლე უნდა მოძრაობდეს არა კედლისკენ, არამედ კედლის გასწვრივ, მის პარალელურად, და კედლის ზედაპირს სწორად უნდა ეფინებოდეს.

ლოსევის განათების მუშაობის პრინციპია კედლის გასწვრივ, კედლის ზუსტად პარალელურად მიმართული ძლიერი სინათლის წყარო, რომელიც ეფინება კედლის ზედაპირს და ააშკარავებს ყველა ორმოს, ჩაღრმავებას და მათგან გამოწვეულ ჩრდილებს და ნებისმიერი სახის დეფექტს.

3. შემოწმება მხოლოდ ერთი მიმართულებით

შემოწმება დაიწყეთ ნელი მოძრაობით ქვემოდან ზემოთ, შემდეგ კი ზემოდან ქვემოთ, ისე, რომ მთელ კედელს ნათებაში კარგად გახედოთ.

შემდეგ იგივე გაიმეორეთ ჰორიზონტალურად, მარცხნიდან მარჯვნივ და უკან.

ეს აუცილებელია სხვადასხვა მიმართულების დეფექტების გამოსავლენად. მაგალითად, ვერტიკალური ნაკაწრები ბევრად უკეთ ჩანს ჰორიზონტალურად მიმართული სინათლის დროს და პირიქით.

4. კუთხეებისა და რთული ადგილების გამოტოვება

შიდა და გარე კუთხეები ყველაზე რთული შესამოწმებელი ადგილებია.

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კედლისა და ჭერის შეერთების ხაზებს, როზეტების, ანუ შტეფსელის, და ჩამრთველების მიმდებარე ადგილებს, ასევე ყველა რთულად მისადგომ მონაკვეთს.

ჭერის შემოწმება ყველაზე რთულია, ამიტომ რეკომენდებულია განათების დამაგრება ტელესკოპურ ძელზე ან შტატივზე, რათა ორივე ხელი თავისუფალი დაგრჩეთ.

5. დეფექტების არასწორი შეფასება

ლოსევის განათება ძალიან მგრძნობიარე ინსტრუმენტია. მისი გამოყენების საწყის ეტაპზე შესაძლოა იმდენი დეფექტი გამოჩნდეს, რომ ხელოსანი შეცდომაში შეიყვანოს.

მნიშვნელოვანია ისწავლოთ, რომ მიღებული ინფორმაცია სწორად გაფილტროთ.

კრიტიკული დეფექტებია:

• ორმოები;

• ბორცვები;

• ნადენები და ნაღვენთები;

• ღრმა ნაკაწრები.

უმნიშვნელო დეფექტებია:

• მტვერი;

• მცირე ბოჭკოები;

• უმცირესი ტექსტურული ნიშნები.

6. გადაჭარბებული პერფექციონიზმი

ყველაზე გავრცელებული შეცდომაა გადაჭარბებული პერფექციონიზმი.

ლოსევის განათება ფაქტობრივად ყველაფერს აჩვენებს: მტვრის უმცირეს ნაწილაკსაც კი ან პრაიმერის დატანისას ლილვაკიდან დარჩენილ ბოჭკოს.

დამწყები ხელოსნები ხშირად ცდილობენ ასეთი უმნიშვნელო ნიშნების სრულად მოცილებას და ზედაპირს უსასრულოდ შკურკავენ და თავიდან შპაკლავენ, თითქოს გაპრიალებულ შუშას ამზადებდნენ.

აუცილებელია გამოიმუშაოთ შეფასების კრიტერიუმები და ერთმანეთისგან განასხვავოთ კრიტიკული და უმნიშვნელო დეფექტები.

მცირე ბოჭკოები და უმცირესი ტექსტურული ნიშნები რეალურად საღებავის, განსაკუთრებით მატოვი საღებავის, ქვეშ სრულად დაიფარება და არ არის საჭირო ტყუილა პანიკა.

თუ კედელი მზადდება სქელი შპალერისთვის, ასეთი დეტალური ინსპექტირება საერთოდ საჭირო არ არის.

7. შემოწმება დღის განათების პირობებში

მეორე გავრცელებული შეცდომაა ზედაპირის შემოწმება ძლიერი განათების პირობებში ან დღის შუქის პირობებში.

დღის სინათლე ან ჭერის ძლიერი განათება მნიშვნელოვნად ამცირებს ლოსევის განათების ვიწრო სხივის ეფექტს. ჩრდილებს შორის კონტრასტი ქრება და დეფექტები პრაქტიკულად უხილავი ხდება.

სწორი ინსპექტირებისთვის რეკომენდებულია ოთახის მაქსიმალურად დაბნელება.

იდეალური პირობებია სრული სიბნელე, თუმცა საკმარისია მჭიდრო ბინდიც.

დახურეთ ფარდები ან შეამოწმეთ ზედაპირი საღამოს, როდესაც ყველა სხვა განათების წყარო გამორთულია.

მხოლოდ ასეთ პირობებში შეძლებს ამრეკლი სინათლე ზედაპირის რელიეფის სრულად გამოვლენას.

საკმარისია შავი ცელოფანი სკოჩით ავაკრათ ფანჯრებზე და ასევე დავაბნელოთ.

შეკვეთისთვის ან ნებისმიერი კითხვა
მოგვწერეთ Facebook-ზე.